Tuesday, July 17, 2018

მეცხრე დღე


ჩემი  პროექტის პორთფოლიო -------,, დედაამიწა ჩვენი სახლია"

 ამ კურსმა ,,პროექტებით სწავლება" მასწავლა,  როგორ გამოვიყენო სასწავლო პროექტები შედეგზე ორიენტირებულ სწავლებაში;  როგორ გავააქტიურო მოსწავლის როლი და ჩამოვუყალიბო 21- ე საუკუნის უნარ-ჩვევები. დავრწმუნდი, რომ დიფერენცირებული მიდგომა სწავლებაში, უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას და შედეგად ყველას უყალიბდება სწავლისადმი პოზიტიური განწყობა.
          ვიუვერი - ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ  არის საუკეთესო რესურსი, გზამკვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.
ამ მოდულის საშუალებით ვისწავლე შეფასების ხვადასხვა მეთოდებისა და ინსტრუმენტების გამოყენება . გავიაზრე, როგორ დაეხმარება ბავშვებს მათი მხარდამჭერი სავარაუდო ნაშრომები და ფასილოტაციის ნიმუშები შედეგების ამაღლებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით. დიდი მადლობა საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისთვის.

Sunday, July 15, 2018

მერვე დღის რეფლეფსია


 ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო დღევანდელი დღე. გავეცანი სახელმძღვანელოში მოცემული  პროექტის აქტივობებს და პროცედურებს.კიდევ ერთხელ დავუბრუნდი  ჩემი პროექტის საკვანძო საკითხებს  და იმის მიხედვით გავწერე  ძირითადი აქტივობები.აქტივობები დაგეგმვის შემდეგ გავწერე პროცედურულად ჩემ პროექტში.

გავეცანი სახელმძღვანელოში ფასილიტაციის ნიმუშებს.მოვახდინე ერთ-ერთი ნიმუშის ადაპტირება ჩემს პროექტზე.

Saturday, July 14, 2018

მეშვიდე დღე


     მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოიუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და უთთირთდაოკიდებულება რამდენიმე თვასაზრისით .
     შევავსე ჩემ გეგმის შაბლონში მოკლე მონახაზი, რომელშიც აღვწერე შეფასების ის მეთოდები და ინსტრუმენტები,რომლებსაც პროექტის დროს გამოვიენებ.
           შევქმენით შეფასების ფორმა , რომელსაც გამოვიყენებ მოსწავლეებში თანამშრომლობისა და თვითრეგულაციის სამართავად.მოსწავლეთა მხარდაჭერისთვის შევქმენი ელექტრონულ ჟურნალში სავარჯიშო.
  გავეცანი სამივე ტიპის მიდგომებს წიგნში არსებული რესურსებიდან და ეს მიდგომები ჩავწერე ჩემი პროექტის გეგმის შაბლონში.
  

Friday, July 13, 2018

მეექვსე დღე

  

ტრენინგის მეექვსე დღეს   დავასრულეთ  მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომის  შექმნა,   ეს ნაშრომი ჩავაშენეთ ბლოგზე.   შევაფასეთ კოლეგების მიერ შექმნილი, მოსწავლის  სავარაუდო ნაშრომი,  შეფასების რუბრიკის მიხედვით. კომენტარები გავაკეთეთ ბლოგზე. შევქმენით  მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების   რუბრიკა.
მოსწავლის ნაშრომის შეფასების რუბრიკა


Saturday, July 7, 2018

მე-4 დღის რეფლექსია

      ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა როგორ გამომეყენებინა განმავითარებელი შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.
 არსებობს 5 სტრატეგია. მოსწავლეები აუცილებლად უნდა შეფასედნენ ამ 5 სტრატეგიის მიხედვით.განვსაზღვრეთ ამ 5 მიმართულების მეთოდები მიზნები და ინსტრუმენტები. ეს სტრატეგიები შევუსაბამეთ პროექტის ეტაპებს.შევქმენით წინარე ცოდნის შეფასების ინსტრუმენტი.
გავეცანით პროექტის პრეზენტაციის შექმნის ინსტრუმენტებს სახელმძღვანელოში.
   
                       მადლობა საინტერესო ტრენინგისთვის

Thursday, July 5, 2018

მესამე დღის რეფლიქსია

საინტერესო და ბევრის მომცემი იყო დღევანდელი დღე. დავწერეთ პროექტის მიზნები  სტანდარტის მიხედვით.გავეცანი ბლუმის ტაქსონომიის ზმნებს და ჩავაშენე ჩემი პროექტის მიზნებში.ასევე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები ჩავაშენე ჩემი პროექტის მიზნებში.გავეცანი მიმართულების მიმცემი შეკითხვების სამ ძირითად ტიპს და ჩავწერე ჩემი პროექტის გეგმაში.

     მადლობა საინრეტესო ტრენინგისთვის